დღეს დილით, დათვურმა იმპულსმა ფასები ახალ მინიმუმამდე ჩაზნიქა. ფასის აღდგენა შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს და მალევე დაკლება განახლდეს.
XLM/USD
Stellar Lumen-ის ფასმა, დაუნ-ტრენდის ვარდისფერ დერეფანში დაკლებისას, 0.140 USD-ის მხარდაჭერის დონე გახვრიტა. მინიმალური ღირებულება დაფიქსირდა 0.126 USD ნიშნულზე. დილის კლების კორექცია ისევ იმ 0.140 USD-ის ნიშნულით არის შეზღუდული. დამატებით წინააღმდეგობით შემცირების ვარდისფერი დიაპაზონის ზედა საზღვარი გამოვა.
BCH/USDდღევანდელი BCH-ს ფასის კლება ახალი აბსოლუტური მინიმუმით 118.00 USD წერტილში დასრულდა. თუ სხვა ალტკოინებში მიმდებარე წინააღმდეგობის დონესთან ფასის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, მაშინ BItcoin Cash ABC კორექციაში მომაკვდინებელი გედით შევა და 120.00 USD მიდამოში იმოძრავებს გვერდული მიმართულებით. ვვარაუდობთ, რომ დღეს 100.00 USD-ის მიზნობრივი ნიშნულისკენ შემცირება გაგრძელდება.
EOS/USDდღეს ფასმა წლიური მინიმუმის განახლება $2.116 წერტილამდე უკვე მოასწრო. აღდგენა ძალიან სუსტად და არადამაჯერებლად მიმდინარეობს და მეტად ჰგავს გვერდულ დიაპაზონში კონსოლიდაციას. მეტად სავარაუდოა, რომ კორექცია წინამორბედი მინიმუმით, 2.300 USD-ით შეიზღუდება. შემცირების გაგრძელება შესაძლებელია ორვდოლარიან დონემდე.
LTC/USDგანხილული 4 წყვილიდან ერთადერთი, რომელმაც წლიური მინიმუმი არ განაახლა - ეს არის LTC/USD. ლოკალური დღის მინიმუმი 27.55 USD წერტილში დაფიქსირდა.
თუმცა, LTC-ს ფასმა დაუნ-ტრენდის ზედა საზღვრის გახვრეტა შეძლო და საკვანძო მხარდაჭერამდე მთლიანად აღდგა - 30 USD ლაითკოინის სანაცვლოდ. როგორც ჩანს, დღეს 30.00 USD-ს წინააღმდეგობის გადალახვა მყიდველებისთვის ძნელი იქნება. მეტად მოსალოდნელია, რომ Litecoin-ი დღის დასასრულამდე ვარდისფერ დერეფანში დაბრუნდება და გაემართება 0% ფიბონაჩის (26.31 USD) მიზნობრივი ნიშნულისკენ.
ასევე წაიკითხეთ
EOS-ის, Stellar Lumen-ის, Litecoin-ის и Bitcoin Cash-ის ანალიზი 18.12.2018-სთვის
გუშინდელი მაქსიმუმიდან გაგორება ალტკოინების ფასს მხარდაჭერის უახლოეს დონეზე დააბრუნებს.
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანალიზი 12.12.2018
აღდგენის ფასის განახლების ალბათობა განახლებული მინიმუმების შემდეგაც შენარჩუნებულია. დღეს ალტკოინების ფასები წინააღმდეგობის მიზნობრივ დონეების მიღწევას შეეცდებიან