ბლოკჩეინ Tron-მა, 23 დეკემბერს 1 მილიონიან მომხმარებელს მიაღწია. პროექტ IAmDecentralized.org-ის კრიპტოვალუტური პროექტის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, მიშეი ლედერმანმა, ქსელში სტატისტიკა გამოაქვეყნა, რაც ამ რაოდენობის მისამართებს ადასტურებს.
კომპანია Tron-ი რომელმაც, თავისი ქსელი ამა წლის დასაწყისში გაუშვა, ცდილობს, დეცენტრალიზირებული აპლიკაციების შემქმნელებისთვის, ეკოსისტემა გახდეს.
მონეტის მის მთავარ კონკურენტთან - Ethereum-თან შედარებისას, კომპანია Tron-ის გენერალური დირექტორმა ჯასტინ სანმა ამ კვირაში ალტკოინისთვის “ნელი აფეთქება” იწინასწარმეტყველა.
ლედერმანი მისამართების კომენტირებისას, ივარაუდა, რომ Tron-ის აქტიურობა საკმაოდ აღემატება ETH-ისას.
«შედარებისთვის, 22 იანვარს Ethereum-მა მილიონ მომხმარებელს, Mainnet Ethereum-ის გაშვების შემდეგ, 542 დღეში ან 18 თვეში მიაღწია»
ასევე აღსანიშნავია, რომ Ethereum-მა შექმნა სამომხმარებლო ბაზა, როდესაც კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი არსებულთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო.
ასევე ზრდის მიუხედავად, TRX-ს ფასი, ETH/USD-ს ფასს 0.02 დოლარით ჩამოუვარდება, რომელიც რეკორდული მაჩვენებლიდან 90%-ანი დაკლების შემდეგ მაინც შეინარჩუნა დაახლოებით 73 დოლარიანი მაჩვენებელი/
გასულ რამდენიმე დღეში TRX-მ დამაჯერებელი ზრდა გვაჩვენა, სანამ კრიპტოალუტურ ბაზარზე კორექციამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ტოკენმა დღე-ღამეში 15% დაკარგა.
ETH იმავე პერიოდში 12.6 პროცენტით შემცირდა.
მასალების მიხედვით cointelegraph.com
ასევე წაიკითხეთ
ყაზახეთი: ბლოკჩეინი უძრავი ქონების სფეროში თაღლითობას ამოძირკვავს
blockchain ტექნოლოგია შეიძლება ქმედითი და ეფექტური ინსტრუმენტი გახდეს უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის უფლებების გაყალბებასთან ბრძოლაში.
Amazon-ის ჩინეთის განყოფილებამ ბლოკჩეინ Qtum-თან თანამშრომლობის შესახებ განცხადება გააკეთა.
Qtum-ის გუნდის მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად, AWS -ს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ „სწრაფად, ეფექტურად და იაფად“ თავიანთი სმარტ კონტრაქტები Amazon Machine Image (AMI)-ის დახმარებით შეიმუშავონ და გაუშვან.