ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ბიტკოინ-მისამართმა “გაიღვიძა” და ვიღაცამ, 257 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების, 66 233 BTC გადარიცხა. ეს მისამართი 2014 წლიდან აქტიური აღარ იყო.
სტატიის დაწერის პერიოდში გადარიცხვის დანიშნულება უცნობია. სავარაუდოდ, ეს საბირჟო მისამართი არ არის, ვინაიდან ამხელა თანხებს სერიოზული დამფის წარმოქმნა შეუძლია.
გადარიცხული თანხის რაოდენობა ბირჟა Binance-ს ($205 მილიონი) და ბირჟა Bitfinex-ს ($155 მილიონი) მთლიანი გასული დღის ბრუნვას აღემატება.
გარდა ამისა, ამ გადარიცხვის საკომისიომ, სულ რაღაც, 43 აშშ დოლარი შეადგინა. ასეთი დიდი თანხისთვის ეს გასაკვირად ცოტაა. ასევე, რათა უფრო გართულებულიყო დანიშნულების გამოთვლა, ტრანზაქცია დაიყო დიდი რაოდენობით SegWIt-ზე.
ხარებისთვის ეს საშინელი ამბავია, თუმცა, თუ დანიშნულების ადგილი არასაბირჟო მისამართია, მაშინ ბირჟაზე გავლენა უმნიშვნელო იქნება.
თუ დანიშნულების ადგილი ბირჟა იქნება, მაშინ ეს სიტუაცია კრიპტოვალუტაზე ნეგატიურად აისახება. ეს შესაძლოა ფასის მანიპულაციისთვის გამოიყენონ და ის მკვეთრად, $3000-მდე დაეცეს.
მაგრამ აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი გამყიდველი, განსაკუთრებით ის, ვინც ამ რაოდენობას ყიდის, სურს გაყიდვის ფასის მაქსიმალიზაცია და არა მისით მანიპულირება.
მასალების მიხედვით cryptopotato.com
ასევე წაიკითხეთ
DarkCoin მონეტის გამოყენებით ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის სამხრეთ კორეაში 9 ადამიანი დააკავეს
2018 წლის 23 დეკემბრს სეულის პროკურატურის განცხადებით, მოხდა პირების დაკავება, რომლებიც „დარკნეტის“ საიტს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის იყენებდნენ. არსებული ინფორმაციით დაკავებულებს 20-დან 30 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Mt.Gox-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ოთხშაბათს, მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტოვალუტური გადამცვლელის Mt.Gox-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის მარკ კარპელესისთვის, პროკურორებმა 10 წლით თავისუფლების აღვეთის განაჩენის გამოტანა მოითხოვეს.