Globe-ს ფინანსური გამომცემლობის პუბლიკაციის თანახმად, რაანანში კვლევითი ცენტრი Bitmaintech Israel-ი, კრიპტოვალუტური საერთო ბაზრის ვარდნის გამო, იხურება.
ყველა, 23-ვე თანამშრომელი, მათ შორის Bitmain-ის გაყიდვებისა და მარკენტინგის ვიცე-პრეზიდენტი გადი გლიკბერი, განთავისუფლებულნი იყვნენ თანამდებობიდან. სულ რაღაც ორიოდე თვის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფირმა დამატებითი კვლევითი სამუშაოსათვის ცენტრში 40 ადამიანის აყვანას აპირებდა.
ინფორმაციის თანახმად, გლიკბერმა თანამშრომლებს განუცხადა:
ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში კრიპტოვალუტური ბაზარი საკმაოდ შესუსტდა, რამაც Bitmain-ი აიძულა მსოფლიოს მასშტაბით საქმიანობისთვის გადაეხედა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესაბამისად, ბიზნესი გარდაექმნა.
BitmainTech Israel განყოფილება 2016 წელს გაიხსნა და ბლოკჩეინზე კვლევებითა და, ასევე, კომპანია Sophon-ისთვის ხელოვნური ინტელექტის შემუშავებით იყო დაკავებული.
კრიპტოვალუტური ბაზრის გახანგრძლივებულმა დათვურმა ტრენდმა შემცირება სხვა ფირმებშიც გამოიწვია. წინა კვირას ConsenSys-მა თავისი თანამშრომლების 13% გაათავისუფლა, მიზეზად ბიზნეს პრიორიტეტების შეცვლა დაასახელა. წინა თვეში კი ბლოკჩეინ სტარტაპ Steemit-მა თანამშრომლების დაახლოებით 70% გაუშვა სახლში, ვინაიდან კომპანიის შემოსავალმა Steem-ის ზრდადი ნოდების ექსპლუატაცია ვერ დაფარა.
ასევე წაიკითხეთ
პოლონეთის პოლიციამ DasCoin-ს საქმიანობა აუკრძალა
წინა კვირას პოლონეთის პოლიციამ კომპანია DasCoin-ის საკუთრებაში არსებული $11.6 მილიონი ამოიღო. პოლონეთის ხელისუფლებამ კომპანიის მონიტორინგი 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. კომპანია DasCoin-ი თაღლითური სქემების დახმარებით ხალხს ატყუებდა და ყალბ ტოკენებს ყიდიდა, რითაც ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსს არღვევდა.
კრიპტოვალუტების ბაზარი ზედმიწევნით მწვანდება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ეკონომისტი მარკ დოუ, რომელმაც BTC-ის შარშანდელი გარბენის პიკზე შორთი გახსნა, გუშინ საკუთარი პოზიცია დახურა. ამ ქმედებით მან ერთგვარი სიგნალი გაგზავნა, რომ როგორც იქნა ბაზარმა ქვედა წერტილს მიაღწია. „მე დავიღალე. მომბეზრდა მისი ფასის ნულამდე დასაწევად მუშაობა. აღარ მინდა ამას მოვკიდო ხელი“ - განაცხადა მან Bloomberg-სთვის მიცემულ ინტერვიუში.