Roobinhood-ი, უდაოდ, რევოლოციური სტარტაპია. კომპანიამ, მთლიანად საცალო ვაჭრობის კანონები მთლიანად გადაწერა. "კომისიის გარეშე" მოდელის გამოყენებით, პლატფორმა გვაძლევს საშუალებას ისეთი აქტივების შესაძენად, როგორიცაა აქციები, ინდექსები და კრიპტოვალუტა იმავე ფსონით, რაც ინსტიტუციურ ბაზრებს გააჩნიათ. ბევრი თვლის, რომ ასეთი მიდგომა ბაზრის დემოკრატიზაციას ახდენს და მთელი სფერო ახალ დონეზე აყავს.
ბევრს ებადება კითხვა - როგორ ნახულობს ბროკერი მოგებას, თუ კომისიის გარეშე მუშაობს? SEC-ის გამოკვლევების თანახმად, Robinhood-ს საკმაოდ საინტერესო ბიზნეს მოდელს ფლობს - კომპანია კლიენტების ორდერების შესახებ ინფორმაციას მაღალი ხარისხის ტრეიდინგის ფირმებს (HFT) ყიდის.
მოდით უფრო დავწვრილებით განვიხილოთ Robinhood-ის ბიზნეს მოდელი, HFT-ს ინდუსტრია, და ასვე ის, თუ როგორ ზეგავლენას ახდენენ საბოლოო მოხმარებელზე - ტრეიდერებზე.
პირველად ეს ინფორმაცია მაშინ გაჩნდა, როდესაც Robinhood-ის წარმომადგენლებმა SEC 206-ის დადგენილების მიხედვით, მეორე კვარტლის ფინანსური სტატისტიკა გამოაქვეყნეს. ბირჟის დასკვნამ გვანახა, რომ ისინი თავიანთ ორდერებს ოთხ სხვადასხვა HFT ფირმაზე ყიდიდნენ - Citadel Securities, Two Sigma Securities, Wolverine Securities და Virtu Financial.
იმავე დროს, გამოქვეყნდა ინფორმაცია, ფირმების ფინანსური ურთიერთობების შესახებ. მარკეტ-მეიკერები Robinhood-ისგან მიღებულ ყველა ორდერს აფინანსებდნენ. მაგალითად, კომპანია Citadel Securities ბირჟას " პლატფორმის მიერ გადამუშავებულ თითეულ დოლარზე $0.00026ზე ნალებს უხდიდა"
სხვა სიტყვებით, Robinhood-ი კლიენტებისგან კი არა, მარკეტ-მეიკერებისგან იღებს სარგებელს, რომლებიც ორდერების შესახებ იღებენ ინფორმაციას. მარკეტ-მეიკერი თავის მხრივ, მიწოდებულ ინფორმაციას კურსის ფორმირებისთვის გამოიყენებს.
Robinhood-ის შემქმნელები HFT ფირმასთან მანამდეც თანამშრომლობდნენ, Chronos Research-თან ერთობლივი სტარტაპის ფარგლებში. ამ კომპანიამ შეიმუშავა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც HFT ფირმები ორდერების გამოსატანად იყენებდნენ. გარდა ამისა, მხოლოდ Robinhood-ი არ ყიდის ორდერებზე წვდომის ინფორმაციას. მსგავსი პრაქტიკა სხვა ბროკერებშიც არის გავრცელებული, TD Ameritrade Holding Corp., E*Trade Financial Corp და Charles Shwab Corp.
ამ წლის დასაწყისში Robinhood-ის წარმომადგენლებმა კრიპტოვალუტურ ბაზარზე გასვლის გეგმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. კომპანიამ ვაჭრობა Bitcoin-ზე, Ethereum-ზე, Litecoin-ზე, Bitcoin Cash-სა და Dogecoin-ზე ბევრ შტატში დაიწყო. მომხმარებლები კრიპტოვალუტის კომისიის გარეშე ყიდვის საშუალებით იყვნენ აღრფთოვანებულნი. თუმცა, როდესაც ეს ინფორმაცია გახდა საჯარო, ბევრი აღელვებული იყო ასთი ბიზნეს მოდელით.
რატომ ყიდულობენ HFT ფირმები ინფორმაციას გახსნილი ორდერების შესახებ?
HFT ინფორმაციასა და საბაზრო მონაცემებს ეძებს, რომლებსაც თავიანთ სავაჭრო ალგორითმებში გამოიყენებდნენ. თუ უფრო კონკრეტულად ვიმსჯელებთ, ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მეტად გაზარდონ საცალო ბაზრის (ინდივიდუალური ტრეიდერების) მდგომარეობა.
იმ დროსითვის, როდესაც HFT გატაცებული ბიჭუნების საკამათო ველად იქცევა, ბაზრის მონაწილეების უმეტესი ნაწილისთვის, მათ შეეძლებათ განაპირობონ ლიკვიდურობა და სფრედი შეამცირონ. Robinhood-ის და HFT ფირმების ხელშეკრულებები საბოლოო მოხმარებლისთვისაა სასარგებლო. ამის წყალობით, ტრეიდერებს საშუალება აქვთ იყიდონ კრიპტოვალუტა და საკომისიოს გარეშე განახორციელონ ოპერაცია.
ვის შეუძლია წააგოს ასეთი ხელშეკრულების გამო?
დიდმა ორგანიზაციებმა ან კრიპტოვალუტურმა ვეშაპებმა შეიძლება რაიმე სახის დისკომფორტი განიცადონ, როდესაც დიდ ორდერს განათავსებენ. HFT-მ შეიძლება ეს ინფორმაცია მოიძიოს და მარკეტ-მეიკერის ინტერესებისთვის გამოიყენოს.
მეორეს მხრივ, თუ საცალო ტრეიდერს საკომისიოს გარეშე ვაჭრობის შესაძლებობა კრიპტოვალუტური ვეშაპებისა და გიგანტების ხარჯზე აქვს, ნუთუ ნამდვილი რობინ ჰუდის სულის სიმბოლო ეს არ არის?
მასალების მიხედვით ccn.com
ასევე წაიკითხეთ
Forbes-ის 30 Under 30: რეიტინგში კრიპტოინდუსტრიის 7 წარმომადგენელი მოხვდა
ამერიკულმა საფინანსო-ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes-მა მორიგი 30 Under 30 რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ყოველწლიურად საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ხვდებიან. ავტორიტებულმა ეკონომიკურმა გამოცემამ 30 წელზე ნაკლები ასაკის 30 საუკეთესო ფინანსისტების რეიტინგი გამოაქვეყნა. შვიდი მათგანი (23%) კრიპტოვალუტებთან და ბლოკჩეინთან არიან დაკავშირებულნი.
ფორკამდე, კრიპტოსაზოგადოება თვალყურს ომს ადევნებს
მომდევნო რამდენიმე დღე, Bitcoin cash-ით დაინტერესებულნი, ბევრი ახალი ინფორმაციით დაიტვირთებიან. განახლების შემმუშავებელთა გუნდის გარშემო ორი ფრაქცია დაჯგუფდა, რომელთა გამოც Bitcoin ABC და Bitcoin SV ერთმანეთის მიმართ არათავსებადნი აღმოჩნდნენ. Bitcoin ABC "ძირითად" BCH-ის კლიენტს წარმოადგენს, ასევე ცნობილი დეველოპერებისა და რამდენიმე გადამცვლელის მხარდაჭერა აქვს, იმ დროს, როდესაც Bitcoin SV ძირითადად nChain და Coingeek კომპანიებით იმართება.