კომპანიები, რომლებიც ფინანსურ მომსახურებას ეწევიან, ჯგუფი შექმნეს, რომელიც ციფრული ბიზნესის სივრცეში ქცევის კოდექსის შექმნაზე იმუშავებს.
როგორც სამშაბათს გახდა ცნობილი, ციფრული აქტივების ასოციაციის ან ADAM-ის (Association for Digital Market Assets) დამფუძნებლები არიან Galaxy Digital, Genesis Global Trading, GSR, Hudson River Trading, Paxos, Symbiont, BitOoda Technologies, BTIG, Cumberland და XBTO.
ეს კომპანიები ერთად მუშაობენ ვაჭრობის, მონაცემთა შენახვის, ქლირინგის და ციფრული აქტივების შეძენის წესებზე, რომლებიც „პროფესიონალიზმის წახალისების და ეთიკური ქცევების დაცვის“ პრინციპებზე იქნება აგებული.
გარდა ამისა, ADAM-ი, მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობით, არსებული კანონების და წესების დაცვას და ფინანსური დამკვირვებლების და პოლიტიკოსების ნდობის მოპოვებას გეგმავს.
პირველი შეხედვით - ADAM-ი თვითრეგულირებადი ორგანიზაციაა (SRO), თუმცა მისი თავმჯდომარეს სეტ ლონდონის თქმით, თვითმმართველობა, უახლოეს მომავალში, ასოციაციის მიზანი არ იქნება.
ADAM-მა ჯერ ბაზრის მონაწილეების და მარეგულირებელი ორგანოების ნდობა უნდა დაიმსახუროს, შემდეგ კი - მარეგულირებლებთან და ხელისუფლებასთან SRO-ს სტატუსის მონიჭება განიხილონ. ADAM-ის მიზანია - სხვა SRO-ების შექნისას, ისტორიული პარალელების გავლება და მათი ნაბიჯების გათვალისწინებაა.
ამ ეტაპზე ADAM-ი ბაზრის მონაწილეთა ფართო წრეს მოიცავს: სავაჭრო პლატფორმები, ინვესტორები, აქტივების მმართველები, ტრეიდერები, ლიკვიდურობის პროვაიდერები და ბროკერები. ასევე, მისი მონაწილე არის ყველა ის ფირმა, რომელიც ციფრული აქტივების ბაზარზე მუშაობს ან, კოდექსის შემუშავების შემდეგ, გეგმავს მუშაობას.
უახლოეს პერიოდში, ADAM-ი თავისი ლიდერების დასახელებას და, ასევე ასოციაციის ახალი წევრების მოზიდვას გეგმავს.
გარდა ამისა, ჯგუფი საორგანიზაციო მმართველობის შექმნით არის დაკავებული.
მასალების მიხედვით https://www.coindesk.com
ასევე წაიკითხეთ
სამი ძირითადი წესი კრიპტოვალუტის შეძენისას
როდესაც თქვენ უძრავი ქონების, აქციების ან, თუნდაც, ოქროს შეძენას აპირებთ, როგორც წესი, ბაზრისა და მისი პოტენციალის შესწავლას დაიწყებთ. საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მოძიება მოგიწევთ, რათა მუშაობის პრინციპში და, ასევე მასთან დაკავშირებულ რისკებში გაერკვეთ. როგორც ერთხელ უორენ ბაფეტმა თქვა " არასდროს არ ჩადოთ ინვესტიცია იმაში, რაც არ გესმით".
შეუძლია თუ არა Facebook-ს ციფრულ ბაზარზე გასვლა?
სოციალური ქსელები უკვე დიდი ხანია არსებობენ, თუმცა Facebook-მა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. კრიპტოვალუტამ საგადასახადო ინდუსტრიისთვის მსგავსი რამ გააკეთა. მან ხალხი მსოფლიოს ყველა კუთხიდან ერთ სივრცეში დააკავშირა, სადაც ტრანსსაზღვრული გადახდები მარტივად და სწრაფად ხორციელდება