ჩინური ინტერნეტ-კომპანია Tencent-ის თანახმად, NEO-ს მომხმარებლებმა ნებისმიერ წამს შეიძლება დაკარგონ თავისი ფული, ვინაიდან, ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების სისტემაში სისუსტე აღმოჩნდა, რომელიც ჰაკერებს ამის გამო დისტანციური წვდომის საშუალებას აძლევს.
Tencent-ის უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებმა ჩინურ სოციალურ პლატფორმა Weibo-ზე გამოაქვეყნეს პოსტი:
ცნობილი ბლოკჩეინ-პროექტ Neo-ს შესწავლის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი მომხმარებლები შესაძლოა თაღლითების მსხვერპლნი გახდნენ. როდესაც მომხმარებელი NEO-ს ქსელის ნოდს სტანდარტული პარამეტრებით უშვებს, ან ხსნის საფულეს, იგი სახსრების დაკარგვის რისკსზე მიდის.
კომპანიის თანამშრომლების განცხადებით, მათ NEO-ს შექმნელები არსებული სისუსტის შესახებ გააფრთხილეს. მათ მომხმარებლებს უსაფრთხოების საკითხების მეტად სერიოზულად მოკიდებისკენ და ასევე საფულის რაც შეიძლება მალე განახლებისკენ მოუხმეს.
NEO - ეს არის პლატფორმა პოპულარული სმარტ-კონტრაქტებისთვისა და დეცენტრალიზირებული აპლიკაციებისთვის, რომელსაც ხშირად "ჩინურ ეთერეუმს" უწოდებენ. ალტკოინმა საკმაოდ მტკივნეულად იგრძნო დათვური ბაზრის შედეგები - 200$ ნიშნულიდან იგი 8$-ზე დაეცა. მაგრამ, ასეთი ვარდნის მიუხედავად, ის ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ მსხვილ ალტკოინად, ვინაიდან თავისი საბაზრო კაპიტალიზაცია $520 მილიონს შეადგენს.
Tencent-ის განცხადება, როგორც ჩანს, NEO-ს ფასს არანაირად არ შეეხო - მისი ფასი იგივე სიჩქარით ეცემა, როგორც სხვა კრიპტოვალუტა. ბოლო 24 საათის განმავლობაში მისმა ფასმა 2.2%-ით დაიკლო
მასალების მიხედვით www.cryptoglobe.com
ასევე წაიკითხეთ
მობილური აპლიკაციების გამოყენება ტრეიდინგისთვის სახიფათოა
კიბერუსაფრთხოების სფეროში მოღვაწე კომპანიის Positive Technologies სპეციალისტებმა, ტრეიდინგის უზრუნველსაყოფად გამოყენებული მობილური აპლიკაციების უსაფრთხოების კვლევა ჩაატარეს. კვლევის შედეგები არასანუგეშო აღმოჩნდა.
Bitstamp-ი საბაზრო მანიპულაციებს წინააღმდეგობას გაუწევს
ევროპაში უმსხვილესი კრიპტო-პლატფორმა Bitstamp-ი და ვაჭრობით დაკავებული მარეგულირებლების და კომპანიების, ბაზრის მონიტორინგის და ბირჟების ანალიზისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი მომწოდებელი კომპანია Irisium Ltd-მ, პარტნიორობის შესახებ განცხადება გააკეთეს. Irisium-ის მონიტორინგი, ახლა უკვე ბირჟა Bitstamp-ზე იმუშავებს.