ამ თვის განმავლობაში Facebook-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა შეამჩნია, რომ კომპანია Bitmain-მა, თავის „პარტნიორობის“ შესახებ ჩანაწერების კომენტარებში რეკლამა განათავსა, რომელშიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტური ტრანზაქციის შესრულებას სთავაზობს. პოსტი საეჭვოდ გამოიყურებოდა და გვერდის დაჰაკვის ეჭვიც მალევე გაჩნდა.
თავისთავად, ეს კომენტარები Bitmain-ის წარმომადგენლებს არ დაუწერიათ და ეს თაღლითების ნახელავია. კომპანიის წარმომადგენლებმა Facebook-ზე შემდეგი განცხადება გაავრცელეს:
ადამიანები ჩვენი პროფილების ჩანაწერებს ხშირად აყალბებენ და Bitmain-ის სახელით სარგებლობენ. ჩვენ ასეთი გვერდების დახურვას ვცდილობთ, თუმცა, მათ ადგილას ახალი ყალბი გვერდები ჩნდება.
ამ კვირის განმავლობაში Facebook-ზე მსგავსი კომენტარები The Verge-ს იმიტირებულ გვერდზეც გამოჩნდა. ამ გვერდის პოსტების თანახმად, მომხმარებელს უფასო კრიპტოვალუტას „მისამართის დასადასტურებლად“ ერთი ტრანზაქციის სანაცვლოდ სთავაზობენ.
თაღლითობის სქემა საოცრად მარტივია და, ამავდროულად, ძალზედ ეფექტურიც. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მომხმარებელმა ბიტკოინ-საფულის აწყობა თუ მოახერხა, შესაბამისად ის ტექნიკურად მომზადებული უნდა იყოს, რომ ასეთ ელემენტარულ აფერას არ წამოეგოს. მაგრამ, ფეიკ გვერდების გამრავლების დინამიკა იმის მაჩვენებელია, რომ ეს საქმე თაღლითებისთვის საკმაოდ მომგებიანია.
ამ წლის დასაწყისში თაღლითები, მომხმარებლებისგან ფულის გამოძალვის მიზნით, ილონ მასკის, მარკ ცუკერბერგის და შერილ სენბერგის სახელით ქმნიდნენ Facebook გვერდებს.
ამასთან დაკავშირებით Facebook-მა განაცხადა, რომ ყველანაირად ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას. როგორც ჩანს, კომპანია მონიშნულ პოსტებს შლის, მაგრამ გაუგებარია, თუ რა უსაფრთხოების ზომებს მიმართავს Facebook-ი თაღლითური ქმედებების აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელად. მაგალითად, წინა თვის განმავლობაში Facebook-ის მომხმარებლები ხშირად ხედავდნენ არარსებული კრიპტოვალუტის ფასიან რეკლამებს.
მასალების მიხედვით www.theverge.com
ასევე წაიკითხეთ
მკვლევარები აცხადებენ, რომ 400000+ MikroTik როუტერი მაინინგის ვირუსით არის ინფიცირებული
MikroTik-ის მაინინგის ვირუსი პირველად ბრაზილიაში აღმოაჩინეს, თუმცა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო გავრცელება.
მობილური აპლიკაციების გამოყენება ტრეიდინგისთვის სახიფათოა
კიბერუსაფრთხოების სფეროში მოღვაწე კომპანიის Positive Technologies სპეციალისტებმა, ტრეიდინგის უზრუნველსაყოფად გამოყენებული მობილური აპლიკაციების უსაფრთხოების კვლევა ჩაატარეს. კვლევის შედეგები არასანუგეშო აღმოჩნდა.