ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს Nikkei-ს ცნობით, იაპონიის ფინანსური მომსახურეობის სააგენტო (FSA) კრიპტოვალუტური ბირჟა Coincheck-ისთვის ლიცენზიის გაცემას აპირებს.
ჰაკერულ შეტევამდე Coincheck-ი იაპონიის უმსხვილეს ბირჟად ითვლებოდა. შეტევამ, რომლის შედეგად Coincheck-ი 58 მილიარდ იენით (511 მილიონი აშშ დოლარი) დაზარალდა, ვაჭრობის შეწყვეტა აიძულა. ბირჟამ თავის კლიენტებს, ბაზრის დაცემის წინ, აქტივების გაყიდვის საშუალება არ მისცა.
FSA თვლის, რომ მას შემდეგ, რაც ბირჟა ონლაინ-ბროკერმა Monex Group-მა შეისყიდა, კომპანიამ კლიენტების ინტერესებზე ზრუნვის და სისტემების უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა გააუმჯობესა.
2017 წელს იაპონიამ გადახდის საშუალებების შესახებ კანონს გადახედა, რათა კლიენტთა ინტერესები დაეცვა და ფულის გათეთრება აეცილებინა თავიდან. ასევე, მთავრობამ კრიპტოვალუტური ბირჟების ლიცენზირების სისტემას გადახედა. Coincheck-ს ლიცენზიის მიღებამდე დროებით ვაჭრობა უკვე ნებადართული ჰქონდა.
გატეხვის შემდეგ, FSA-მ ბირჟას რეკომენდაციები ორჯერ გაუგზავნა, სადაც ბიზნეს-ოპერაციების, მომხმარებლების დაცვის სისტემის და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პოლიტიკის გაუმჯობესებას ურჩევს.
ამ მომენტისათვის Coincheck-ი იმ კრიპტოვალუტებს განიხილავს, რომლებსაც თავის ლისტინგში დაუშვებს. კრიპტოვალუტური ბაზრის დაცემის შემდეგ, Coincheck-მა თავის კლიენტებს, კომპენსაციის სახით, 46 მილიარდი იენი გადაუხადა.
FSA-ს მხრიდან Coincheck-თვის ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილება, სხვა ასობით კომპანიისთვის ლიცენზიების გაცემის პროცესს მისცემს იმპულსს, რომლებიც მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ამიტომ, FSA თავის გადაწყვეტილებას კარგად აწონ-დაწონის და Coincheck-ის ბიზნეს-გეგმებს, ჰაკერული შეტევების და სხვა სახის თაღლითობის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს ყურადღებით შეისწავლის.
მასალების მიხედვით asia.nikkei.com
ასევე წაიკითხეთ
Coinbase ვენჩურულ კაპიტალს იზიდავს
დათვის თათის ზეწოლის ქვეშაც კი ინვესტორები კრიპრობიზნესში პერსპექტივებს ხედავენ. კრიპტობირჟა Coinbase-მა განაცხადა, რომ ამჟამად მას 8 მილიარდ დოლარზე მეტად აფასებენ მას შემდეგ, რაც მან 300 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსების მორიგი რაუნდი დახურა, რათა „კრიპროვალუტების და ციფრული აქტივების მიღება დაეჩქარებინა“.
Binance Bitcoin Cash ABC-ისა და Bitcoin Cash SV-ის მონეტებს ჩარიცხავს
ბირჟა Binance-მ მონეტების გადანაწილების შესახებ განცხადება გააკეთა, რომელებიც გუშინდელი Bitcoin Cash-ის ჰარდ ფორკის შემდეგ მიიღო. Binance-ს ჯგუფმა პლატფორმის მომხმარებლებს შეატყობინა, რომ გადაფასება ერთი-ერთზე მოხდება. BCHAB ან BCHSV მონეტები დაირიცხება ყოველი Bitcoin Cash-ის მონეტის ნავცლად, 16:40 15.11.2018 მდგომარეობის მიხედვით. ვაჭრობა 16 ნოემბრის 8 საათიდან დაიწყო.