ხარების რბოლა სულ უფრო რეალურად ისახება
TRX/USD
ფასების ზრდის მიუხედავად, ჩვენი დათვური სტრატეგია მოქმედად რჩება. ბაზარზე უპირატესობის ტენდენცია დათვურ ხასიათს ატარებს და გუშინდელი აღდგენა, 29 ოქტომბერს 15 ოქტომბრის მაქსიმუმის დონემდე ფასების ვარდნის შემდეგ, მოსალოდნელი იყო. მცირე მოცულობების მიუხედავად, ჩვენ ყველა ფასის აღდგენა 29 ოქტომბრის მაქსიმუმის დონეზე სტოპებზე გაყიდვის ჭრილში უნდა განვიხილოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ სამიზნედ 2 და 1,5 ცენტი რჩება. მეორეს მხრივ, ხარისებრივი მოძრაობის გაგრძელება და სექტემბრის მაქსიმუმზე ზევით ფასების ზრდამ, შეიძლება 4 ცენტის მიზნისკენ მოძრაობა დააჩქაროს.
IOT/USD
IOTA-ს აღიარების ტალღა გრძელდება და მას, ეხლა უკვე, ბრიტანული კომპანია Monster Cleaning-ი გადახდის საშუალებად მიიღებს. გამყიდველების მხრიდან ფასთა გრაფიკზე ძლიაერი წნეხის მიუხედავად, ჩვენ უკვე ვემზადებით ფასის ზდისთვის. ჩვენი სავაჭრო გეგმის თანახმად, მყიდველების მხრიდან ძლიერი წნეხი ფასის 55 ცენტზე მეტად გაზრდის შემდეგ დაიწყება. თუ ფასი წინააღმდეგობის ხაზს გადაკვეთს, ამან, შესაძლოა, ხართა ბრბოლის პროვოცირება მოახდინოს და მიზნად უკვე 90 ცენტიც დაისახოს.
მასალების მიხედვით newsbtc.com
ასევე წაიკითხეთ
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანალიზი 13.12.2018-სთვის
შევაფასოთ მიზნობრივ დონეზე აღდგენის გაგრძელების ალბათობა.
კომპანია Fundstrat-ის ექსპერტებმა იციან, როდის დადგება გაყიდვის დრო
ორშაბათს ბიტკოინმა არც თუ ცუდი აღდგენის დემონსტრირება მოახდინა და სტატიის დაწერის მომენტში 3591 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. მონეტის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზრის აღდგენის ფონზე, რომელიც უმეტესად ტექნიკური და სპეკულატიური ფაქტორებით იყო გამოწვეული, დაახლოებით 8%-ით გაიზარდა.