წარმოადგენს თუ არა გუშინდელი გარღვევა დაუნ-ტრენდის გაგრძელებას? რამდენად მალე განახლდება წლიური მინიმუმები?
BTC/USDნარინჯისფერი სამკუთხედის ქვედა ზღვარმა გუშინ BTC-ს ფასის შევიწროვებად დიაპაზონში შენარჩუნება ვერ შეძლო. წყვილმა იასამნისფერი ინდიკატორული ხაზი 3241.00 USD გაარღვია და გაჩერდა. თუ ეს ყალბი გარღვევაა, მაშინ ფასების ვარდნა წლიური მინიმუმის 3210.00 USD წერტილის ქვევით გაგრძელდება. როგორ გავიგოთ, ეს ყალბი ვარდნაა თუ არა? თუკი ფასი 3241.00 USD დონეზე ქვემოთ დაეშვება და მას ქვევიდან დატესტავს, ეს იმას ნიშნავს, რომ წყვილი დაუნ-ტრენდს აგრძელებს. როგორც წესი, ყალბი ვარდნები მომენტალურია. გარღვევის შემდეგ წინამდებარე დონეზე აღდგენა ხდება, ჩვენს საათობრივ გრაფიკზე კი იასამნისფერ სხივთან კონსოლიდაციის ნახვაა შესაძლებელი. ეს ყალბ გარღვევას არ ჰგავს. მაგრამ მაინც, იმისთვის, რომ დაუნ-ტრენდის გაგრძელებაში დავრწმუნდეთ, სჯობს 3241.00 USD დონის რე-ტესტს დაველოდოთ.
XRP/USDგუშინ მთელი დღის განმავლობაში Ripple ვიწრო დიაპაზონში ყვითელი მართკუთხედის საშუალო ხაზზე (0.300 USD) კონსოლიდირდებოდა. დღეს ღამე ფასების დაწევა დაიწყო, მარგამ დერეფნის ქვედა ზღვარმა წყვილი ყვითელი მართკუთხედის ფარგლებში შეინარჩუნა. დღეს Ripple-ის კონსოლიდაცია გვერდულა დერეფანში გაგრძელდება.
ETH/USDEthereum გუშინ ნარინჯისფერი სამკუთხედის ფარგლებში კონსილიდირდებოდა, დასასრულს კი მისი ქვედა ზღვარი გაარღვია, მაგრამ შემცირება 83.70 USD-ს წერტილში ლოკალური მინიმუმით შემოიფარგლა. ეთერიუმი 85.00 USD-ს ნიშნულამდე ოდნავ აღდგა, თუმცა სავარაუდოდ, ჩვენ დაუნ-ტრენდის გაგრძელება და ახალი წლიური მინიმუმის 77.00 USD--ის ფარგლებში დამყარება გველის.
*ყველა ფასის მოცემულობა გამოყენებულია ბირჟა Bitstamp-ის მონაცემებით.
ასევე წაიკითხეთ
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS, და Litecoin მიმოხილვა 03.12.2018-სთვის
ვთვლით, რომ წლის მინიმუმების კორექცია დასრულდა. ფასის შემცირების ახალი ტალღა გველის.
Bitcoin-ის დინამიკის ანალიზი შექმნიდან მხარდაჭერის არსებულ საფასო დონემდე
ჩვენს მიმოხილვაში Bitcoin-ის ფასების მოძრაობის უფრო დეტალურად განხილვა გვსურს, მისი შექმნის მომენტიდან იმ მხარდაჭერის დონემდე, რომელიც ახლა BTC-ს 2018 წლის მინიმუმამდე შემცირებისგან აკავებს.