შესაძლებელია , რომ ბაზრის ზრდა, კვლავ საკვანძო წინააღმდეგობის დონეებზე დათვების რეაქციაზე იყოს დამოკიდებული. თუ მყიდველები ფსიქოლოგიურ დონეებს ბრძოლის გარეშე დათმობენ , მაშინ ბაზარი მწვანე სივრცეში დარჩება.
BTC/USDგუშინ წყვილი ვიწრო დიაპაზონში 3750.00 USD-ის მხარდაჭერის მიდამოში კონსოლირდებოდა. კონსოლიდაცია ჯერ არ დასრულებულა , მაგრამ ფასი უკვე ცდილობს საშუალო მცოცავი EMA55-ს გადაჯაბნოს. ვვარაუდობთ, რომ უახლოეს მომავალში, კონსოლიდაცია დამთავრდება და წყვილი ზრდის მწვანე დერეფანში შეეცდება დაბრუნებას. ამ მისიის წარმატება დიდ წილად დამოკიდებული იქნება 4000.00 USD-ს ფსიქოლოგიური დონის გადალახვაზე. თუ დათვური ზეწოლა ისევ გაძლიერდება, მაშინ ფასის შემცირება 3750.00 USD დონეს გაარღვევს და მხოლოდ 3474.73 USD მხარდაჭერის დონეზე შეჩერდება
XRP/USDგუშინ კონსოლიდაციის შემდეგ 0.370 USD მიდამოში წყვილი აპ-ტრენდის მწვანე დერეფანში დაბრუნებას ცდილობდა. ამაღამ XRP-ს ფასმა დერეფნის ქვედა საზღვარი გახვრიტა, მაგრამ აღმავალ ტრენდს მაინც ვერ დაუბრუნდა. თუ 0.400 USD-ს წინააღმდეგობის გადალახვა ჯერ არ მოხერხდება, მაშინ ამ დონიდან შეიძლება დაიწყოს გაყიდვების ტალღა, რომელიც გამოიწვევს ფასის ვარდნას 0.330 USD დონეზე.
ETH/USDმწვანე დერეფნის ქვედა საზღვარმა ETH-ს მხარდაჭერა აღმოუჩინა და წყვილმა აღმავალი ტრენდის დადებითი დინამიკა შეინარჩუნა. ამან ეთერეუმის კაპიტალიზაცია უფრო მიაახლოვა CoinMarketCap-ის რეიტინგის მეორე ადგილამდე, მაგრამ $14 მილიარდის მოცულობით, ჯერ მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს.
ამაღამ წყვილმა შეძლო ფიბონაჩის 38.2% (135.17 USD) დონის გახვრეტა, მართალია ამ ფიბონაჩის დონის ზემოთ გამყარება ვერ ხერხდება. დღის განმავლობაში წყვილი ჯერ კიდევ შეეცდება შეამოწმოს მწვანე დერეფნის ზედა საზღვარი.
*ყველა ფასის მოცემულობა ბირჟა Bitstamp-ის მონაცემების გამოყენებით
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 17.12.2018-სთვის
გასულ კვირა დღეს დათვური ზეწოლა შესამჩნევად შემცირდა. თუმცა, ახლომდებარე წინააღმდეგობის დონეების გადალახვა ჯერ ვერ მოხერხდა. იქნება თუ არა დღეს ბაზრის აღდგენის ახალი მცდელობები წარმატებული?
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანალიზი 07.12.2018-სთვის
დილანდელი მინიმუმები საბოლოო არ არის. შემცირება მოკლევადიანი კორექციის შემდეგ განახლდება.