ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შემსწავლელი კონსორციუმის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც IBM, IPG Reprise Digital, Omnicom Media Group, Publicis Media, GroupM, CoinDesk, MAD Network და სხვებისგან შედგება, white paper-ი მოამზადა, რომელშიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები არის განხილული
გარადა ამისა, white paper-ი მოიცავს შემდეგ საკითხებს: „რა არის ბლოკჩეინი?“, „ როგორ გამოვიყენოთ ბლოკჩეინი რეკლამაში?“, „რა სახით გამოიყენება?“, „მომავალში, რა ტექნოლოგიამ შეიძლება ჩაანაცვლოს?“
ზემოაღნიშნული საკითხების გარდა, ჯგუფმა რეკლამის სფეროში რევოლუციის მოსახდენად თავისი მისია და მუშაობის მეთოდები დეტალურად აღწერა. კონსორციუმმა თავისი ძირითადი იდეები განმარტა და მაგალითები მოიყვანა. ჯგუფის აზრით, მთავარი იდეაა - რეკლამა ქურდობისგან, თაღლითობისგან, წაგებისაგან და ტყულისგან გათავისუფლებაა. სარეკლამო ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად გამჭირვალეობის და ნდობის ამაღლება არის საჭირო. ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა - ორი ტექნოლოგიაა, რომელიც რეკლამას ახალ დონზე გასვლაში დაეხმარება.
კომპანია AdLedger-ის აღმასრულებელი დირექტორის კრისტიან კაჩიაპუტის თქმით: „ხშირად გვავიწყდება, რომ ინტერნეტი რეკლამის დაფინანსებით შეიქმნა. ადრეულ ეტაპზე რეკლამამ სწორი მიდგომის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა, თუმცა უსაფრთხოების პრობლემაც იმ დროს წარმოიშვა. უსაფრთხოების პრობლემების წინაშე დღეს მთელი ინდუსტრია დგას. ზუსტად რეკლამის სიჭარბემ და კონფიდენციალური მონაცემების კონტროლის არქონამ განაპირობა უსაფრთხოების სფეროში პრობლემების წარმოქმნა.
ასევე წაიკითხეთ
Huawei ბლოკჩეინზე სერვისს გაუშვებს
კომპანია Huawei-მ ცოტა ხნის წინ შეწტყობინება გაავრცელა, რომ Cloud Blockchain Service-ს (BSC) გაუშვებს. მუშაობის დაწყება, ბლოკჩეინის ინდუსტრიის მიმართულებით, კომპანიისთვის კიდევ ერთი ნაბიჯია. ა.წ ოქტომბერში Huawei-მ ჩინეთის მომხმარებლებისთვის კომერციული სერვისი გაუშვა.
ბლოკჩეინი YouTube-ზე ცენზურის საკითხს მოაწესრიგებს
ბოლო დროს ბლოგერები სულ უფრო ხშირად აწყდებიან კონტენტის ფილტრაციის მკაცრ ალგორითმებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში მასალებზე ცენზურის დადების წყალობით, რომლებიც AdSense სარეკლამო პოლიტიკას არ შეესაბამებიან, პლატფორმამ ბევრი უარყოფითი გამოხმაურება დაიმსახურა.