Dash-ის შემქმნელები საკუთარი მონეტის სტაბილურობაში დარწმუნებულები არიან. Dash Core Group (DCG) -ის დეველოპერების გუნდის ცოტახნისწინდელი დუმილი დარღვეულია. DCG-ს გენერალურმა დირექტორმა რაიან ტეილორმა ვებ-გვერდ Medium-ის ბლოგის პოსტში განაცხადა, რომ Dash-ი სრულიად სტაბილურია.
ტეილორმა განმარტა, რომ Dash-ი საკმაო კაპიტალს ფლობს საიმისოდ, რომ ბაზრის დათვურ ტრენდს წინ აღუდგეს. შემოსავლების კვარტალურ ანგარიშში DCG-ის სახსრების მარაგი $1.79 მილიონად შეფასდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ Dash-ზე მოთხოვნა იზრდება. ტეილორმა განაცხადა, რომ, Dash-ის საფულეს გადმოტვირთვა მნიშვნელოვნად გაზრდილია, ვაჭრობის მოცულობა შთამბეჭდავია, და კომპანიამ საერთაშორისო საგადასახადო ოპერატორთან პარტნიორობის თაობაზე ხელშეკრულებას აფორმებს.
სტატიის დაწერის დროისთვის Dash-ის ღირებულება აგრძელებს ზრდას, მოცემული მომენტისთვის ის $68.94-ს შეადგენს, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $586 115 526-ს.
ტეილორმა ასევე დასძინა, რომ კრიპტოვალუტური ბაზრები Bitcoin Cash ABC-სა და SV-ს შორის ჰეშ-ომის გამო ზარალდებიან.
ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა სტრეს-ტესტმა აჩვენა, რომ Dash-ს უსაზღვრო მასშტაბირების უნარი აქვს. ტესტმა შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. ქსელმა 24 საათში 3 მილიონი ტრანზაქცია დაამუშავა. ეს იმას ნიშნავს, რომ Dash-ის ქსელმა წამში 35 ტრანზაქციის სიჩქარეს მიაღწია, რაც წინა სტრეს-ტესტის შედეგს 4-ჯერ აჭარბებს.
მასალების მიხედვით zerocrypted.com
ასევე წაიკითხეთ
BitKan 3000 $ - ყველა რიგის რენტაბელურობის ზღურბლი
ბირჟის ფარგლებს გარეთ ვაჭრობისთვის გამიზნული ჩინური პლატფორმის კრიპტოვალუტის BitKan-ის მართვის საბჭოს თავმჯდომარის ლეონ ლიუს აზრით, ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში დაწყებული ბაზრის დაშვების პროცედურა კიდევ მინიმუმ 12 თვეს გაგრძელება. ლეონი თვლის, რომ ჰარდფორკი Bitcoin Cash (BCH) და ჰეშ-ბრძოლები მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზია. არის კიდევ ძალიან ბევრი ფაქტორი რომლებიც აუცილებლად უნდა მიღებულნი იყვნენ მხედვლობაში.
ტონ ვეისი: ალტკონები ბიტკოინს კონკურენციას ვერ გაუწევენ
ცნობილმა კრიპტოენთუზიასტმა ტონ ვეისმა თავის ბოლო ინტერვიუში განმარტებს, თუ რატომ ანიჭებს უპირატესობას ბიტკოინს ალტკოინთან შედარებით. მან ასევე განიხილა ბლოკჩეინის ალტერნატიული გამოყენება.