მოულოდნელი ფაქტი დაფიქსირდა კრიპტოვალუტურ ინდუსტრიაში - ბაზარზე დათვური ტრენდის მიუხედავად, ადვოკატების ბიზნესი კრიპტოვალუტურ საქმეებთან მიმართებაში ყვავის. კვლევითი ფირმა Diar-ის თანახმად, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ორმოცდარვა სარჩელი წლის დასაწყისში იყო შეტანილი.
წინა წელთან შედარებით 3 ჯერ მეტი სარჩელია. Diar-ის მკვლევარები თვლიან, რომ აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიამ (SEC) ამ ტენდენციის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა - ყველა საქმის 30% კომისიის მიერი იქნა შეტანილი. წინა კვირას კომისიამ გამოააშკარავა ორი კრიპტოვალუტური სტარტაპის კანონდარღვევა, რომლებიც თავიანთი ტოკენები SEC-ში ფასიანი ქაღალდების სახით არ დაარეგისტრირეს.
კომპანიები Paragon და Airfox, რომლებიც წინა წელს ICO-ს ჩატარების შემდეგ დაახლოებით $12 და $15 მილიონი შეაგროვეს, იძულებულები გახდნენ მთელი თანხა ინვესტორებისთვის დაებრუნებინათ, ტოკენი ფასიანი ქაღალდის წესით დაერიგისტრირებინათ და ჯარიმის სახით $250 000 გადაეხადათ.
კომისიამ ასევე “დეცენტრალიზირებული” სავაჭრო პლატფორმის EtherDelta დახურვის პრეცედენტი წარმოადგინა, ვინაიდან არც ის იყო დარეგისტრირებული. პლატფორმის მფლობელმა ჯარიმის სახით SEC-ს $300 000 გადაუხადა.
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტური თაღლითების დევნა, რა თქმა უნდა მისასალმებელია, Diar-ის მკვლევარების თქმით, მსგავსი თაღლითობის სხვა კომპანიებთან შედარებით, ჯარიმების ოდენობა მაინც მცირეა
მაგალითად, მარტში SEC-მა Bank of America-ს ფინანსური მენეჯმენტის წარმომადგენელს მერილა ლინჩს, $1.2 მლნ ჯარიმა დააკისრა, $38 მილიონის დაურეგისტრირებელი აქტივების გაყიდვისთვის.
მასალების მიხედვით thenextweb.com
ასევე წაიკითხეთ
ბიჭუნა, რომელმაც ბაზრის ვარდნისას საგანგებო დახმარების ღილაკი გამოიგონა
თუ თქვენ მიეკუთვნებით დამნაშავეთა, იდეალისტთა და სპეკულიანტდა სიას, რომლებიც აშკარად არასტაბილურ კრიპტოვალუტის ბაზარზე ვაჭრობენ, თქვენც მოგსვლიათ აზრად თავში, რომ იმწამიერად გაყიდოტ ფიატად თქვენი აქტივები, ბაზარზე მკვეთრი ფასის ვარდნის შემთხვევაში.
რა არის უფრო მერყევი - ბიტკოინი თუ ლირა?
ოქროს რქის სანაპიროზე, სტამბოლის ბანკების გვერდით ბილბორდი დგას, რომელიც თურქული ლირის მიმდინარე კურსს ასახავს: მის ღირებულებას დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და ბიტკოინში. ამ ვალუტათაგან უკანასკნელი, დათვური ტრენდის გათვალისწინებით, შეიძლება უადგილოდ მოგეჩვენოთ. მიუხედავად ამისა, ოქტომბრის დასაწყისიდან თურქულ კრიპტოვალუტურ ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობა 37%-ით გაიზარდა.