ბოლო პერიოდში Tether-ის სტეიბლკოინის გარშემო სხვადასხვა სახის დავა მიმდინარეობს. ეს ციფრული სტაბილური მონეტა აშშ დოლარის ექვივალენტის სახით გამოიყენება. თეორიაში, 1 Tether-ი მიმაგრებულია 1 აშშ დოლართან. Bloomberg-ის ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ Tether-ის ანგარიშებზე მიმდინარე ბალანსი ტოლია ან აღემატება კიდეც USDT-ს, რომელიც მიმოქცევაში 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით ვრცელდება.
Tether-ის ტოკენის ღირებულება, რომელიც სტაბილური უნდა იყოს, ბოლო რამდენიმე თვე საგრძნობლად მერყეობს. გასულ თვეში კომპანია, ბირჟა Bitfinex-თან ერთად, ფასების მანიპულირების პრობლემას წააწყდა. დაახლოებით იმავე დროს, კომპანიამ საქმიანი ურთიერთობა Noble Bank-სა და ბანკ Deltec-თან გაწყვიტა, მის მერე, რაც საზოგადოებამ მათი ლიკვიდურობის შესახებ კითხვების დასმა დაიწყო.
კომპანია Bitfinex-ი, თავის მხრივ Tether-ის საბანკო პარტნიორებთან, ყოველგვარ კავშირებს გამორიცხავდა.
მრავალი ტრეიდერი იყენებდა Tether-ს იმ პერიოდში, როდესაც კრიპტოვალუტების ღირებულებამ პოზიციების ჰეჯირებისთვის დაიკლო. მეტწილად, ამის წყალობით იზრდება მისი პოპულარულობაც.
ამ დროისთვის, ბიტკოინისა დ ალტკოინების ფასების ზრდა მიმდინარეობს. უმეტესობა მათგანმა თავისი ღირებულების 20%-დან 35%-მდე მოიმატა.
ასევე წაიკითხეთ
Tether დასტაბილურდა, ოღონდ მცირე ხნით
USDT-მ ამაღამ აშშ დოლართან პარიტეტი დროებით აღადგინა. სტეიბლკოინების მხრიდან მზარდი კონკურენციის ფონზე, რომელიც კრიპტოინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეების სახელით ჩაეშვა, Tether ადრე გამოშვებული ტოკენების მასობრივი გამოსყიდვის გზით ბრძოლას განაგრძობს.
გააძევებენ თუ არა სტეიბლკოინები ბაზრიდან სხვა მონეტებს?
სტაბილურ მონეტებს იმდენივე მომხრე ჰყავს რამდენიც მოწინააღმდეგე. მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ეს ტოკენები თვით კრიპტოვალუტის იდეას ეწინააღმდეგება, მეორეები კი მათ დაბალ ცვალებადობას აფასებენ. წლის განმავლობაში სტეიბლკოინებმა დიდი პოპულარულობა დაიმსახურეს, რადგან მათი საშუალებით კრიპტოვალუტაში ინვესტირების რისკები მინიმუმადე არის დაყვანილი.