კრიპტოვალუტის 10 წლიანი იუბილეს მოახლოების მიუხედავად, სკეპტიკოსებში ჯერ კიდევ ღრმად არის გამჯდარი აზრი, რომ მოცემული ტექნოლოგია მხოლოდ და მხოლოდ ფულის გათეთრების ციფრული საშუალებაა. უსამართლო ბრალდებების უარყოფის მიზნით, საკუთარი ტრანსკონტინენტალური ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის ბირჟა Binance-ი კრიპტოვალუტების შესწავლას - Chainalysis-ს შეუერთდა.
ახალი პარტნიორობა - „ფულის გლობალური კრიპტოვალუტური გათეთრების" წინააღმდეგ მიმართული ერთობლივი ძალისხმებაა, რომელიც ასევე „კრიპტოაქტივების კვეთაზე, რეგულატორებში და ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებში" აღმოჩენილი ბარიერების დაძლევაზეა მიმართული.
Binance-მ, რომელსაც კრიპტოვალუტური პლატფორმის სახით მოწინავე პოზიციები უკავია, ახალი პროდუქტი - Chainalysis KYT დანერგა. ეს ლაგორითმული პროგრამული უზრუნველყოფა „Know Your Transaction“ (იცოდე შენი ტრანზაქცია) საეჭვო ოეპრაციების გამოაშკარევებისთვისაა განკუთვნილი. Chainalysis-ის მტკიცებით, დღევანდელ დღეს მსოფლიო კრიპტოვალუტურ ბაზარზე KYT-ი ერთადერთი სერვისია, რომელიც რეალურ დროში ტრანზაქციის ანალიზის საშუალებას იძლევა.
საეჭვო წარმოშობის ტოკენების გვერდის ავლისთვის და ასობით კრიპტოვალუტური სერვისის მონიტორინგისთვის, Chainalysis KYT-ის პროგრამული უზრუნველყოფა ალგორითმებზე და ღია საწყისი კოდის მქონე მილიონობით ბმულზეა აგებული.
ახალი პარტნიორობა Binance-ის გენერალური დირექტორის, ჩანპენ ჩჟაოს ამბიციურ გეგმებს სრულად შეესაბამება. სექტემბერში გაკეთებული განცხადებით, ჩჟაოს ყველა კონტინენტზე fiat-to-crypto გადამცვლელების ამოქმედება სურს.
ამიერიდან Binance-ს მისწრაფება Chainalysis-ს ინსტრუმენტების სრული კომპლექტის გამოყენებისკენ იქნება მიმართული. ეს უკანასკნელი კრიპტოკომპანიებს და ფინანსურ დაწესებულებებს AML & KYC პირობების გათვალისწინება-შესრულებაში დაეხმარება და კრიპტოვალუტის მიმღებ კომპანიებს საბანკო ანგარიშების გახსნას გაუმარტივებს
ასევე წაიკითხეთ
OKEx-ი 38 დაბალლიკვიდურ სავაჭრო წყვილს ამოშლის
პოპულარულმა კრიპტოვალუტურმა ბირჟა OKEx-მა განაცხადა, რომ დაბალლიკვიდური ტოკენების დელისტინგს მოახდენს. პირველი 50 დაბალი ვაჭრობის შემცველი წყვილი, შარშან ოქტომბრის თვეში წაიშალა პლატფორმიდან.
ბირჟა Poloniex-ი შეღავათიან ტრეიდინგს USDC ახანგრძლივებს
როგორც ადრე ვწერდით, სტაბილური მონეტების ომში ბირჟა Poloniex-ი მონაწილეობა ცალსახაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბირჟამ მიიღო გადაწყვეტილება მის პლატფორმაზე ტოკენის USDC გამოყენებისთვის საფასური არ მიიღოს. ნოემბერში USDC ვაჭრობა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე მიმდინარეობდა. ბირჟის მონაცემებით, დაურიცხავი საკომისიოს ჯამურმა ღირებულებამ 500 000 აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.