კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმიდან თითქმის ცხრა თვის შემდეგ, Coincheck-მა შეზღუდული მოცულობით ტრეიდინგი განაახლა და ახალი მომხმარებლებისთვის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი გახადა
ტოკიოს კრიპტოვალუტური ვაჭრობის პლატფორმის გუშინ გაკეთებული განცახდების თანახმად, იაპონიის მოქალაქეებმა რომლებმაც გაფართოებული შემოწმება KYC წარმატებით გაიარეს, Coincheck-ზე ჩანაწერების გახსნა და ოთხი კრიპტოვალუტით - Bitcoin (BTC), Bitcoin Cash (BCH), Litecoin (LTC) და Еthereum Сlassic (ETC) ვაჭრობა შეუძლიათ. აქამდე Coincheck-ის მომხმარებელს მხოლოდ უკვე ჩარიცხული აქტივების გაყიდვა შეეძლო. ყველა სხვა სახის ტრანზაქცია მიუზვდომელი იყო.
უახლოეს დროში პლატორმა, რომელსაც უკვე ფინანსური სერვისების ახალი ფირმა Monex Group-ი ხელმძღვანელობს, ხუთი ალტკოინის დამატებით - ETH, XRP, NEM XEM, LSK და FCT სავაჭრო ქსელის გაფართოებას გეგმავს. სავარაუდოდ რეგულატორის წნეხის გამო, კინფიდენციალურობის თვალსაზრისით ლიმიტირებული და ზაფხულში ჩამონათვალიდან ამოშლილი აქტივების - monero, Zcash და DASH გაყიდვების განახლება არ იგეგმება.
იანვარში, ფინანსური მომსახურების იაპონურმა სააგენტომ (FSA) Coincheck-ი, რომლის ლიცენზიაც კრიპტოვალუტური ოპერაციების ჩატარებაზე ჰაკერული თავდსხმის მომენტისთვის განხილვის სტადიაში იმყოფებოდა, უსაფრთხოების არასარწმუნო ზომებში დაადანაშაულა.
კრიპტოვალუტური სევისების გაწევაზე Coincheck-სთვის ლიცენზიის მიღების დაბალი ალბათობის პირობებში, დამფუძნებლებმა აპრილის თვეში Monex Group-ში საკუთარი წილი 33,5 მლნ აშშ დოლარად გაყიდეს.
მიუხედავად Monex-ის განცხადებისა, სადაც FSA-ს მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე იყო საუბარი, ამ ეტაპზე Coincheck-ი კვლავ ლიცენზიის გარეშე რჩება. ყოველკვარტალურ ბოლო მოხსენებაში ზარალისა და მოგების თაობაზე, Monex-მა აღნიშნა:
Coincheck-მა მართვის საკმაოდ რთული შიდა მეთოდები შეიმუშავა, მათ შორის უსაფრთხოების სისტემა საიმედოობის მაღალი კოეფიციენტით. ევოლუციის და წინსვლის გზაზე Coincheck-ი როგორც მაღალტექნოლოგიური კომპანია მუდამ მოწინავე საშუალებებს დაეყრდნობა.
Monex Group-ის აზრით, წარსულის მიუხედავად Coincheck-ს იაპონიის კრიპტოვალუტურ ბაზარზე მოწინავე პოზიციების დაკავება და „ახალ ფინანსურ კონგლომერარატად“ ჩამოყალიბება შეუძლია. Monex-ი თვლის რომ ეთ მშვენიერ დღეს Coincheck-ს მომხმარებლისთვის „კრიპტოაქტივების ბანკის“ შეთავაზება და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებით ტრადიციული პლასტიკური ბარათების ალტერნატივად ჩამოყალიბება შეუძლია
ასევე წაიკითხეთ
Coinbase ვენჩურულ კაპიტალს იზიდავს
დათვის თათის ზეწოლის ქვეშაც კი ინვესტორები კრიპრობიზნესში პერსპექტივებს ხედავენ. კრიპტობირჟა Coinbase-მა განაცხადა, რომ ამჟამად მას 8 მილიარდ დოლარზე მეტად აფასებენ მას შემდეგ, რაც მან 300 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსების მორიგი რაუნდი დახურა, რათა „კრიპროვალუტების და ციფრული აქტივების მიღება დაეჩქარებინა“.
იაპონური ბირჟა Coincheck წლის ბოლოს ლიცენზიას აიღებს
ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს Nikkei-ს ცნობით, იაპონიის ფინანსური მომსახურეობის სააგენტო (FSA) კრიპტოვალუტური ბირჟა Coincheck-ისთვის ლიცენზიის გაცემას აპირებს.