12 ნოემბერს კრიპტოვალუტურმა ბირჟა B2B-მ, გამოაცხადა, რომ ესტონეთის ფინანსური მარეგულირებლისგან (FIU) ციფრული ვალუტის ვაჭრობისთვის ლიცენზია მიიღო, როგორც მთლიანად რეგულირებადი ბირჟა.
ლიცენზია იძლევა გარანტიას, რომ B2BX ბირჟა KYC-ისა და AML-ის პროცედურების დაცვის მკაცრ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ეს მოხმარებლების გამჭირვალობასა და მნიშნელოვან ფინანსურ უპირატესობას უზრუნველყოფს, ისეთს როგორიცაა დეპოზიტის დღიური ლიმიტების გაზრდა და ფულის განაღდება, ასევე გაცვლისა და ფიატში კონვერტაციის შესაძლებობა, საბანკო და სხვა ყველა მსხვილი ძირითადი საგადამხდელო მომსახურეობის გადარიცხვის საშუალებებით.
B2BX ბირჟა, საფონდო აგრეგატორის, კრიპტოვალუტური და საფონდო ბირჟებისთვის ლიკვიდურობის პროვაიდერის, B2Broker ჯგუფის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. იგი სრულფასოვან სავაჭრო პლატფორმას გვთავაზობს, ყველა სახის მოხმარებლის ხელშეწყობით, ინდივიდუალური ინტერესებიდან ფინანსურ ინსტიტუტებამდე დამთავრებული.
B2BX ბირჟა მხოლოდ ლიკვიდურ მონეტებზეა ორიენტირებული და კლიენტებს ყველა ძირითადი კრიპტოვალუტით ვაჭრობის საშუალებას აძლევს, როგორიცაა Bitcoin, Ethereum, Ripple, NEM, Litecoin, NEO, Monero და Dash. ასევე ბირჟამ, წინა თვეში 4 სთეიბლკოინი TrueUSD (TUSD), USD Coin (USDC), Gemini Dollar (GUSD) და Paxos Standard Token (PAX) შეიყვანა თავის ჩამონათვალში.
ამჟამად, ბირჟაზე მხოლოდ კრიპტოვალუტური წყვილებია წარმოდგენილი, მაგრამ მალე ფიატზეც იქნება შესაძლებელი ვაჭრობა, ვინაიდან B2BX ბირჟა თავისი მომსახურეობის გაფართოებას გეგმავს, აღიარებული იურიდიქციებისგან დამატებითი უფლებამოსილების მიღებით.
მასალების მიხედვით blokt.com
ასევე წაიკითხეთ
ინდური ბირჟა Zebpay მალტაში გადავიდა
ამჟამად ინდური კრიპტო-ბაზრის მომავალი პირდაპირაა დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ბირჟასა და ცენტრალურ ბანკს შორის არსებულ დავას განიხილავს.
OKEx-ი 38 დაბალლიკვიდურ სავაჭრო წყვილს ამოშლის
პოპულარულმა კრიპტოვალუტურმა ბირჟა OKEx-მა განაცხადა, რომ დაბალლიკვიდური ტოკენების დელისტინგს მოახდენს. პირველი 50 დაბალი ვაჭრობის შემცველი წყვილი, შარშან ოქტომბრის თვეში წაიშალა პლატფორმიდან.