ჩინურმა ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარების ცენტრმა (CIID) კიდევ ერთი, ახლა უკვე მეშვიდე, რეიტინგი გამოაქვეყნა.
როგორც წინად, 33 ტოკენი სამი ძირითადი მახასიათებლით ფასდება:
-ტექნოლოგიური კომპონენტი
-პრაქტიკული მნიშვნელობა
-ინოვაცია
არ არის გასაკვირი, რომ Bitcoin-მა ინოვაციური პოტენციალის უმაღლესი ქულა მიიღო. ჩინელი ექსპერტების აზრით, EOS-ს ყველაზე მაღალი ტექნოლოგიური შესაძლებობა გააჩნია, ხოლო პრაქტიკული ღირებულებით Ethereum-ი ლიდერობს.
მაისის პირველ გამოშვებაში Ethereum-მა პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა, ივნისის რეიტინგებიდან დაწყებული, EOS-ი პირველ პოზიციას არ თმობს, მას კი შეუცვლელად Ethereum-ი მოჰყვება. კრიპტოპროექტების ხუთეულში ასევე Bitshares-ი, Steem-ი და Nebulas-ი შევიდნენ.
Bitcoin-ი თავის პოზიციებს რეიტინგიდან რეიტინგამდე ცვლის, ამ თვეში მე-19 ადგილიდან 13-ზე გადაინაცვლა. BCH-ს ჰარდფორკმა შეუმჩნევლად არ ჩაიარა და ერთი პოზიციით ჩამოიწია 29-ე ადგილზე. Decred-მა სია დახურა, სადაც მან NEM-ს ადგილები გაუცვალა.
ასევე წაიკითხეთ
Stellar Activity - ღია სკამ_ია
Stellar Guard-მა გადაწყვიტა პუბლიკაციების სერიის გამოქვეყნება, რომლებშიც თაღლითურ სქემებს გამოააშკარავებს. პირველი ასეთი მასალა Stellar Activity-ს ჰარდფორკს ეხება, რომელიც 9 დეკემბერს იყო დაგეგმილი და რომელიც მორიგჯერ გადაიდო.
Weiss Ratings: ამ კრიპტოვალუტებში ინვესტიციის ჩადება სასურველი არ არის
ფინანსური სარეიტინგო სააგენტომ Weiss Ratings-მა თავის ბოლო ანგარიშში 4 ტოკენი გამოყო და შეფასება „D“ (დაბალი) ან უფრო დაბალი მიუჩინა. სულ 111 კრიპტოვალუტა შეფასდა, ხოლო 48 მათგანმა დაბალი რეიტინგი დაიმსახურა.