ვრცელდება ინფორმაცია, რომ IOTA-მ თავისი ქსელის დეცენტრალიზაციის გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვით ის საკოორდინაციო კვანძის არსებობას გამორიცხავს. IOTA Tangle-ის ეს ნაწილი ტრანზაქციების შეკვეთაზე არის პასუხისმგებელი და, ამასთანავე, რიგ პრობლემებს ჰქმნის. IOTA-მ პროცესი უკვე გაუშვა და ქსელიდან კვანძის ამოღებას მომავალ წელს გეგმავს.
IOTA-ს საკოორდინაციო კვანძი, თავდაპირველად IOTA Tangle-ს ტრანზაქციებისთვის შეიქმნა. ეს ფუნქცია ბოროტმოქმედებს IOTA-ს ჰეშირების სიჩქარეზე დომინირების მოხდენაში ხელს უშლიდა და ქსელს შეტევების უმეტესობისგან იცავდა.
ბიტკოინისგან განსხვავებით, IOTA არ მაინინგდება. თუმცა მისი პლატფორმა, მომხმარებლების მხრიდან, მცირე ოდენობით ჰეშირებას მოითხოვს, რაც მის ქსელზე თეორიულ თავდასხმის საშიშროებას რეალურად აქცევს. ამ ეტაპზე საკოორდინაციო კვანძი შეტევებისგან დაცვას უზრუნველყოფს, მაგრამ მისი არსებობა ასევე ცენტრალიზაციას მოითხოვს.
ეს იმას ნიშნავს, რომ სააკოორდინაციო კვანძი საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას ითავსებს. მაგალითად, კვანძი ტრანზაქციების პრიორიტეტებს განსაზღვრავს და მას, სახსრების გაყინვის ფუნქციაც გააჩნია.
ასევე, კვანძ-კოორდინატორს უარყოფის ერთიანი წერტილი შეჰყავს: თუ კვანძი მუშაობას შეწყვეტს ან შეტევის მსხვერპლი გახდება, IOTA-ს ქსელი ვეღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას.
პლატფორმის ცენტრალიზაციის დონემ IOTA-ს ქსელის წევრებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია. ნოემბერში IOTA-ს გუნდმა ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაიწყო და ამ ეტაპზე პრობლემის მოგვარების გზები წარდგენისთვის მზად არის.
დეცენტრალიზაცია კრიპტოვალუტის და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მომხრეებისათვის ფუნდამენტალურ ფასეულობას წარმოადგენს. IOTA-ს კვანძ-კოორდინატორის გაუქმება დეცენტრალიზაციის გარკვეულ დონეს მისცემს, რომელსაც კრიპტოსაზოგადოების ბევრი წევრი დიდი ხანია ელოდებოდა.
ასევე წაიკითხეთ
Weiss Ratings: ამ კრიპტოვალუტებში ინვესტიციის ჩადება სასურველი არ არის
ფინანსური სარეიტინგო სააგენტომ Weiss Ratings-მა თავის ბოლო ანგარიშში 4 ტოკენი გამოყო და შეფასება „D“ (დაბალი) ან უფრო დაბალი მიუჩინა. სულ 111 კრიპტოვალუტა შეფასდა, ხოლო 48 მათგანმა დაბალი რეიტინგი დაიმსახურა.
Bitcoin Cash-ის მომავალი აპოკალიფსურია
თავდაპირველად, ნოემბრის დასაწყისში, Bitcoin Cash (BCH)-ის ფასი იზრდებოდა. ინვესტორები მოსალოდნელი ფორკის დაწყებამდე აქტივებს აგროვებდნენ, რადგან გაყოფის შემდეგ მათ ახალი კრიპტოვალუტა BSV გადაეცემოდათ საჩუქრად. მაშ რატომ დაეცა ფასი 81%-ით ?