ტეხასის ფასიანი ქაღალდების სააგენტოს წარმომადგენელმა ტრევის ჯ. აილსმა მაინინგის კომპანიის პრომოუტერების მიმართ სასწრაფო ზომები მიიღო, რომლებიც Linkendin-ის, Facebook-ისა და სხვა ინტერნეტ-მარკენტიგული არხების გაყიდვების მენეჯერებს დაჟინებით რეკრუტირებენ .
მარეგულირებელმა, კანადური EXY Crypto-სა და ავსტრალიური AWS Mining PTY Ltd-ის კომპანიების მიმართ, რომლებიც კრიპტოვალუტის მაინინგით იყვნენ დაკავებულნი, საქმიანობის ამკრძალავი ბრძანება გამოუშვა.
ეს ორი ფირმა, მათი შვილობილი კომპანიები და, ასევე, კრიპტომოპოვების პრომოუტერები ტეხასის შტატის ქალაქებში, მიდლენდში, სან-ანტონიოსა და ტაილერში, ფასიანი ქაღალდების კანონის აქტის დარღვევაში ედებათ ბრალი, ვინაიდან, მათ შტატის SEC-ში არ დაარეგისტრირეს. კომპანიასა და ფიზიკურ პირებს 31 დღე აქვთ იმისთვის, რომ ბრძანება კრიმინალური გამოძიების საამმართველოში გაასაჩივრონ.
ტეხასის ფასიანი ქაღალდების სააგენტომ, ამ ფირმებს ნებისმიერი სახის ფასიანი ქაღალდების გაყიდვა აუკრძალა მანამ, სანამ ისინი არ წარადგენენ სათანადო რეგისტრაციას ან არ გათავისუფლდებიან რეგისტრაციის აუცილებლობისაგან. ბრძანების თანახმად, კომპანიები საინვესტიციო ინსტრუმენტებს აწარმოებენ, სახელწოდებით "კრიპტომოპოვების სიმძლავრეების კონტრაქტები".
კომპანია AWS Mining-ი ამტკიცებს, რომ იგი დაკავებულია კრიპტოვალუტის მაინინგით, გამოთვლითი ტექნიკის დახმარებით ჩინეთში, რუსეთსა და პარაგვაიში. გარდა ამისა, კომპანია და მისი არალიცენზირებული გაყიდვების მენეჯერები აცხადებენ, რომ კონტრაქტები "200 პროცენტამდე სარგებელს გარანტირებენ შესასყიდი ფასისგან", მაგრამ ბრძანებაში ნათქვამია, რომ კომპანია AWS Mining გაცემულ გარანტიებს არ ასრულებს, რითაც კრიპტოველუტების მაინინგთან დაკავშირებულ ინვესტორებს რისკის ქვეშ აყენებს.
სან-ანტონიოში EXY Crypto-ს მენეჯერი მორგან ნოლანი აცხადებს, რომ ინვესტორები ყოველკვირეულ მოგებად 10 პროცენტზე ნაკლებს არ მიიღებენ. ტეხასის SEC-ი კი ყურადღებას აქცევს იმას, რომ კომპანიას, ოფიციალური ლიცენზიის არსებობის მტკიცებით, კლიენტები შეცდომაში შეყავს.
"EXY Crypto ინვესტიციების ფაქტებს განძრახ არ ასაჯაროვებს, მათ შორის, კომპანიის მმართველების ვინაობას, თავის საქმიანობას, დანახარჯებსა და მონაგარს, რომლებიც ინვესტორებმა უნდა დაფარონ, მაინინგის პროგრამაში ინვესტირების შემთხვევაში", - ნათქვამია ტეხასის მარეგულირებლის განცხადებაში.
მასალების მიხედვით rttnews.com
ასევე წაიკითხეთ
რუსეთის საგადასახადო სამსახური მზადაა კრიპტოვალუტების საკითხს სერიოზულად მოეკიდოს
რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსი მიხაილ მიშუსტინი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტა ადამიანებს გადასახადების გადახდისგან თავის არიდების და შესაბამისად სახელმწიფოს მოტყუების საშუალებას აძლევს.
ჯგუფი Huobi ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მუშაობისთვის ახალ პარტიას ჰქმნის
ჯგუფმა Huobi-მ პეკინში, თავის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში, კომუნისტური პარტიისთვის კომისია შექმნა. ბირჟა Huobi-ს მფლობელებმა 16 ნოემბერს თავის ვებ-საიტზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ კერძო კომპანიებში კომუნისტური პარტიის პრინციპებისა და პოლიტიკის „რეალიზება არის აუცილებელი“. ეს, ჩინეთის კრიპტოვალუტური სამყაროსთვის ამ მიმართულებით - პირველი გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ბიზნესისთვის პარტიულ მხარდაჭერას ისახავს