იტალიის ხელისუფლება, ადგილობრივი ინვესტორების ინტერესების დასაცავად, ორ საეჭვო კრიპტოპროექტში ინვესტიცია დროებით აკრძალა. საზოგადოებრივი საკითხების ეროვნულმა კომისია (CONSOB) რამოდენიმე ვებ-საიტსა და Facebook გვერდზე მიუთითებს, რომლებზეც მან პოტენციურად ყალბი ტოკენების Bitsurge-ს და Green Energy სერტიფიკატების გაყიდვა აკრძალა.
CONSOB - აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ანალოგია და იტალიის ფინანსური სექტორის ძირითადი მარეგულირებელია.
Bitsurge-ს სქემა სპეციალურ „ტოკენ-კონტრაქტებს“ სთავაზობს მომხმარებლებს და მათ ყოველთვიურ მოგებას ჰპირდება. პროექტის თანახმად, 1000 დოლარიანი ინვესტიცია მომხმარებელს თვეში 6% მოგებას მოუტანს.
მეორე პროექტი ნაკლებ კითხვებს ბადებს. CONSOB-მა Facebook-ზე რამოდენიმე გვერდის იდენტიფიკაცია მოახდინა, რომლებიც მომხმარებლებს „Green Earth Certificates“-ს სთავაზობდნენ. ეს, ბლოკჩეინზე მომუშავე აშკარად ყალბი ტოკენები, კოსტა-რიკის ტროპიკულ ტყეებში მიწებად საღდებოდა.
შესაბამისი მარკეტინგული მასალები მიწის მფლობელს წლიურ ექვსპროცენტიან მოგებას ჰპირდებიან. პროექტის თანახმად, ეს შესაძლებელია, რადგან ითვლება, რომ გამოყოფილი ჟანგბადი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაურკვეველი შეთანხმების ფარგლებში, მონეტიზირებადია.
„ტროპიკულ ტყეებში ნაყიდი მიწები პლატფორმა Green Earth-ზე 80%-იანი ფასის დაკლებით გაიყიდება და მყიდველს წლიურ ექვს პროცენტ მოგებას მოუტანს“ - ნათქვამია Green Energy-ს სარეკლამო ბანერში.
როგორც ყველა კლასიკურ პონცის სქემას შეეფერება, ორივე პროექტი ირწმუნება, რომ რაც უფრო მეტია ინვესტირებული თანხა, მით უფრო მეტი იქნება მიღებული მოგება.
CONSOB-ის განცხადებით, ორივე ტოკენზე იდუმალებით მოცული ფირმა Avalon Life არის პასუხისმგებელი. აღნიშნული ფირმა აცხადებს, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სფეროს საგანმანათლებლო და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
მასალების მიხედვით thenextweb.com
ასევე წაიკითხეთ
FATF-ი კრიპტოვალუტებისთვის რეგულირების ერთიანი წესების შემოღებას ითხოვს
ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პარიზის გლობალური ორგანიზაციის აზრით, კრიპტოაქტივების რეგულაციების გამკაცრების და ციფრული აქტივების კონტროლის ერთიანი გლობალური სისტემის შემოღების დრო დადგა.
ტაილანდის მარეგულირებელი 9 საეჭვო კრიპტოაქტივის და ICO-ს შესახბ გაფრთხილებას ავრცელებს
ტაილანდის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ინვესტორებისთვის გამაფრთხილებელი ინფორმაცი გაავრცელა. გამოცემის თანახმად, ინვესტორები ფულს ისეთ მონეტეში აბანდებენ, რომლებსაც SEC-ი არ აღიარებს. ფინანსური მარეგულირებელი წერს, რომ ინვესტირებისთვის სარისკოა ისეთ ICO-ში მონაწილეობის მიღება, რომელსაც მასმედიის საშუალებებით არეკლამებენ და რომლებიც (SEC)-ის მიერ არ არის აკრედიტებული.