კანადურმა კრიპტობირჟა MapleChange-მ ტვიტერში ჰაკერების მხრიდან გატეხვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და ოფლაინში გავიდა. უსახსრობის გამო მომხმარებლებს ზარალი არ აუნაზღაურდება და ამიტომ პლატფორმამ მოღვაწეობა მთლიანად შეწყვიტა .
გაურკვეველი შეცდომის გამო ჰაკერებმა ბირჟაზე არსებული თანხა მთლიანად გაიტანეს. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან ვწუხვართ ამ შემთხვევის გამო და, სამწუხაროდ, მომხმარებლებს ზარალს გამოძიების დასრულებამდე ვერ ავუნაზღაურებთ.
ამ განცხადების შემდეგ, ბირჟის ვებ-გვერდი და ტვიტერი - 2000-ზე ნაკლები მიმდევრით, - მიუწვდომელი გახდა.
ამ შემთხვევიდან ცოტა ხნით ადრე ბირჟამ სერვერის ვერსიის 2.0 ვერსიამდე განახლებისა და ონლაინ ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია, ხოლო 18 საათის შემდეგ ჰაკერული შეტევის შესახებ განცხადება გაავრცელა.
მიუხედავად იმისა, რომ MapleChange-ი სხვა მსხვილ მოთამაშეებთან შედარებით პატარა ბირჟაა, მაინც იშვიათია, რომ ბირჟა დაიხუროს მხოლოდ თაღლითობის ან გატეხვის გამო. ზოგიერთი კლიენტის ინფორმაციის თანახმად, ბირჟიდან 919 ВТС (დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარი) მოიპარეს. ბირჟის წარმომადგენლები ამ ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ამ რაოდენობის ბიტკოინი არასოდეს არ ჰქონიათ და ჰაკერებმა 8 ბიტკოინის მოპარვა მოახერხეს.
ზუსტად ამიტომაა გასაკვირი, თუ რატომ არ შეუძლია ბირჟას ასეთი პატარა ზარალის ანაზღაურება.
შექმნილი სიტუაციის გამო სპეკულეციები გარდაუვალია, და გაურკვეველია, თუ რა მოხდა ბირჟაზე სინამდვილეში. ამ ისტორიის დასასრულიც გაურკვეველი რჩება.
მასალების მიხედვით https://www.cryptoglobe.com
ასევე წაიკითხეთ
თაღლითები ფეისბუკზე ყალბ კრიპტოვალუტას არეკლამებენ და მომხმარებლების საკრედიტო ბარათების შესახებ ინფორმაციას იტაცებენ
ტვიტერი ფეიკ კრიპტოვალუტის რეკლამით არის გადაჭედილი და თაღლითებმა ფეისბუკ-სივრცის ათვისებაც გადაწყვიტეს. ტვიტერში თაღლითები უფასო ბიტკოინების დარიგების ხერხს იყენებენ, ხოლო ფეისბუკზე, მათ მომხმარებლებისგან საკრედიტო ბარათების შესახებ ინფორმაციის გამოტყუება სცადეს.
კრიპტოინვესტორებმა ყველაზე უარესი პაროლების სიაში მესამე ადგილი დაიკავეს
კომპანია Dashlane-მა, რომელიც კრიპტოვალუტების შენახვით და პაროლების მართვითაა დაკავებული, თავისი „ ყველაზე უარესი პაროლების“ ყოველწლიური ჩამონათვალის მესამე გამოცემა გამოუშვა, რომელშიც კრიპტოვალუტურმა ინვესტორებმა მესამე ადგილი დაიკავეს.