პოპულარულმა კრიპტოვალუტურმა ბირჟა OKEx-მა განაცხადა, რომ დაბალლიკვიდური ტოკენების დელისტინგს მოახდენს. პირველი 50 დაბალი ვაჭრობის შემცველი წყვილი, შარშან ოქტომბრის თვეში წაიშალა პლატფორმიდან.
ბირჟის მენეჯერების აზრით, დელისტინგი - საიმედო სავაჭრო გარემოსა და მოხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნაა.
ამორტიზირებული სავაჭრო წყვილები პლატფორმაზე, როგორც დაბალი ლიკვიდურობის შემცვლელი და დაბალი ვაჭრობის მოცულობის მქონე, ისე იყო მონიშნული. წასაშლელი წყვილების ჩამონათვალის ნახვა ბირჟის ვებ-გვერზე შეგიძლიათ.
OKEx-მა განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული წყვილები 30 ნოემბრის დილის 5 საათზე წაიშლება (UTC +1). მომხმარებლებისთვის რეკომენდირებულია თავიანთი სახსრები დანიშნულ დრომდე გამოიტანონ. ყველა აქტიური ორდერი, რომელიც ამ წყვილებთან იქნება დაკავშირებული, ავტომატურად გაუქმდება და სისტემა მომხმარებლების ანგარიშებზე გადააკრედიტებს.
OKEx-ი შემდეგ აცხადებს, რომ 26 მონიშნული ტოკენი მხოლოდ 2018 წლის 14 ოქტომბრის დილის 5 საათამდე (UTC +1) იქნება ხელმისაწვდომი. ზუსტი ინსტრუქცია, რომელშიც ჩამოთვლილია მონიშნული ტოკენები, შემდეგნაირად გამოიყურება,
მომხმარებლებისთვის ვინც მხარს უჭერს VEE, LEV, AVT, CBT, WRC, QVT, MTL, DNA, DNT, OAX, 1ST, CAG, UKG, BRD, SAN, ICN, ATL, SUB, REQ, NGC, AMM, LA, DENT, CIT, DAT და MAG: დაუყონებლივ გადაიტანეთ ტოკენები სხვა პლატფორმაზე, ანდაც საკუთარ საფულეზე!
სავაჭრო წყვილების დელისტინგი კრიპტოპლატფორმის მუშაობის პრინციპებს ეთანხმება, რასაც განცხადებაშიც შეეხო და კიდევ ერთხელ შეახსენა მომხმარებლებს, რომ ციფრული აქტივებით ვაჭრობა ყოველთვის გულისხმობს ფინანსურ რისკებს.
ასევე წაიკითხეთ
Huobi-მ Bitcoin Cash АВС რეალურ ფორკად აღიარა
გასულ კვირას ჩატარებული ჰარდფორკის Bitcoin Cash (ВСН) შემდეგ, ძნელი იყო იმის განსაზღვრა თუ რომელი ფორკი დაიკავებს დომინანტის პოზიციებს. მსხივლმა ბირჟებმა შეწყვიტეს Bitcoin Cash-ით ვაჭრობა სანამ სპეციალისტები არ დადებენ სათანადო დასკვნას. მოლოდინის რეჟიმში მყოფებმა ВСН-ი ორ ახალ აქტივად გაყვეს.
OKEx-ი 58 სავაჭრო წყვილზე იტყვის უარს
ჰონკონგში ბაზირებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კრიპტოვალუტური გადამცვლელი OKEx-ი საკუთარ პლატფორმაზე რამდენიმე ათეულ სავაჭრო წყბილს წაშლის. შესაბამისი განცხადება კომპანიის საიტზე გამოქვეყნდა.